გაზაფხულზე გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, შეიძლება პანდემია დაასრულოს – დევი ტაბიძე

ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება. კორონავირუსმა მინისტრთა კაბინეტშიც შეაღწია. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია.

„გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.

106 ნახვა
desktop
mobile catfish