თამარ გაბუნია: პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სისტემა არის მზად

პანიკის საფუძველი არ არის. სისტემა არის მზად, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ „ომიკრონს“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას არ იწვევს.

„ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს [მატება]. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

212 ნახვა
desktop
mobile catfish