ტურიზმის ადმინისტრაცია – აუცილებლობის შემთხვევაში კოვიდსასტუმროს დამატება მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდსასტუმროების დამატება მოხდეს.

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე აღნიშნულის აუცილებლობა არ არის.

„ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას. თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და იცვლება ვითარებიდან გამომდინარე. თუ გახდა აუცილებლობა და საჭიროება, მოხდება სასტუმროს დამატება. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის. კოვიდპროექტში ჩართულია 51 სასტუმრო: ჯამში 2385 ნომერი; დაკავებული – 2050 ნომერი; თავისუფალი – 335 ნომერი“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

38 ნახვა
desktop
mobile catfish