ეპიდმდგომარეობის გამო თბილისში 48 საბავშვო ბაღია დახურული

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეპიდემიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღია დახურული.

სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.

150 ნახვა
desktop
mobile catfish