გორში 10 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, დისტანციურ სწავლებაზე შემდეგი სკოლები გადავიდნენ: კარალეთის პირველ და მეორე სკოლაში, ასევე ხელთუბნის, ქერეს, ახალდაბისა და ქვახვრელის სკოლები.
რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, აქ დისტანციურ სწავლებაზე მე-9, მე-10 და მე-12 სკოლები გადავიდნენ. მუნიციპალიტეტში სულ 67 სკოლაა.
81 ნახვა