ძალადობის მსხვერპლი შშმ მოზარდი დაზარალებულად ცნეს – დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

პარალელურად, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ დაკავებულ პოლიციელებს. როგორც ცნობილი გახდა, არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;

ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს – კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

34 ნახვა
desktop
mobile catfish