ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer, BioNTech-თან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.
როგორც ცნობილია, კვლევაში 1 400-ზე მეტი ზრდასრული მოხალისე ჩაერთვება. მათგან 615 პრეპარატის ადრეულ ვარიანტს 2-ჯერ მიიღებს, დამატებით კი — ომიკრონზე ორიენტირებულ 1 ან 2 დოზას. ძველი ვაქცინით 3-ჯერ აცრილ 600 ცდისპირს იმავე ან ახალ 1 ინიექციას გაუკეთებენ. დანარჩენ 200 ადამიანს, რომელსაც იმუნიზაცია არ აქვს ჩატარებული, ორგანიზმში საცდელ ვაქცინას 3-ჯერ შეუყვანენ.
“ვირუსთან ბრძოლისას მუდმივად ფხიზლად ყოფნა მისგან თავდასაცავად ახალი გზების მოძიებას გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ კონკრეტულ შტამზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევა და შექმნა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია”, – აცხადებენ Pfizer-ში.