განვიხილავთ ბავშვების ვაქცინაციას 9 წლის ასაკიდან – თენგიზ ცერცვაძე

ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ საქარველოს ჯანდაცვის სისტემა უკვე განიხილავს ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას მცირე ასაკში. საკითხზე, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “ღამის კურიერში” დაადასტურა.

გადაცემის მეორე სტუმარმა – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კი, დააზუსტა, რომ საქართველოში ბავშვებში ვაქცინაცია შესაძლოა 9 – წლის ასაკიდან დაიწყოს.   

საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.”მოზარდებში ჯერჯერობით ჩვენთან მხოლოდ 12 წლიდან არის დაშვებული ვაქცინაცია. ასეა ქვეყნების უმეტესობაში. ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან დაწია ზღვარი და სამი წლის ასაკიდან იწყებს ვაქცინაციას. ამერიკაშიც დაიწია და 9 წლის ასაკიდან იწყება. ჩვენთან ნამდვილად 12 წლიდან არის, მაგრამ განიხილება საკითხი, რომ ზღვარმა დაიწყოს 9 წლამდე,”-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

გაბუნიას განმარტებით, საკითხზე აქტიური მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყება.

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული ვაქცინები ქვეყანაში მოხვდეს. pfizer-ს აქვს ასეთი ვაქცინა. ვფიქრობ უფრო გაზაფხულის შემდეგ იქნება აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. დღესდღეობით 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია, მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე ინტენსიურად, როგორც სასურველი იქნებოდა. აუცილებლად უნდა გაიხსნას იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გასცემს ამის რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. საუბარია 5 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე, თუმცა უფრო მცირე ასაკის ბავშვებზეც საუბრობს ზოგიერთი ქვეყანა. ბუნებრივია ამას სჭირდება მუშაობა,”- აცხადებს თამარ გაბუნია. 

45 ნახვა
desktop
mobile catfish