კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი, შესაძლოა 18 000-დან 30 000-მდე გაიზარდოს – სპეციალისტების საგანგაშო მოლოდინები

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველში ბოლო 24 საათში 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 24%-მდეა, ეს კი ყველაზე მაღალი მონაცემია პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში.

მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, სამი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.   

“საწოლები გვაქვს, გასაწერია 34 პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში გაეწერებიან და კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოთავისუფლდება. რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტები არ შემოუყვანიათ, ის სამი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმედ არიან და რჩებიან მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე სასწრაფოსაც მოჰყავს წლამდე ასაკის ან რისკჯგუფის მქონე პაციენტები,”- აცხადებს მაია ჩხაიძე.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 18 ათასიდან 30 ათასამდე მიაღწევს. 

“ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე და სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ინფიცირება კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენთან მატება 4 იანვრიდან დაიწყო და მატების პერიოდი შეიძლება 3-დან 5 კვირამდე განისაზღვროს. შეიძლება იყოს ეს 18 ათასიდან 30 ათასამდე ინფიცირების მაქსიმალური რიცხვი,”-აცხადებს ივანეე ჩხაიძე. 

79 ნახვა
desktop
mobile catfish