ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის რეკორდული, 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 400-მდე ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 1 288 პირი იმყოფება. პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 753 შეადგინა, 10 465 პირი კი გამოჯანმრთელდა. “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

40 ნახვა
desktop
mobile catfish