ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რა შემთხვევაში უნდა გაიკეთონ მოქალაქეებმა ბუსტერ დოზა

კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა 30 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს და ბოლო ვაქცინაციიდან კი 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში უმჯობესია გაკეთდეს ბუსტერ დოზა.

„კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 30 დღის შემდეგ და ბოლო ვაქცინაციიდან 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული. ეს ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ბუსტერული დოზა გავიკეთოთ.

პირველ რიგში, აუცილებელია, გამოიყენოთ პირბადე და გაიკეთეთ მესამე ბუსტერული დოზა, ვისაც ეს ეკუთვნის, განსაკუთრებით 50 წელს ზევით მოქალაქეებმა სწრაფად დაიმატეთ, რათა ინფიცირების მაჩვენებლები ასე სწრაფად არ გაგვეზარდოს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

41 ნახვა
desktop
mobile catfish