გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დადგეს

გორში სტალინის გამზირზე ცენტრალური აფთიაქის წინ ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი განთავსდა. იდეა გორის ყოფილ მერს, კოტე თავზარაშვილს ეკუთვნის. ძეგლი მჯდომარე მდგომარეობაშია და ერთ ხელში რეცეპტი უჭირავს მეორეში კი წამალი რაც მის საქმიანობას აღწერს. ტრიფონ გამსახურდია მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც მედიცინა დიდად არ იყო განვითარებული. მისი შედგენილი რეცეპტებით ბევრი ადამიანი განიკურნა და ბევრსაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამ რეცეპტებს დღესაც ფართოდ იყენებენ სამკურნალოდ.  მის სახელს უკავშირდება გორის ცენტრალური აფთიაქის დაარსება. მინიჭებული აქვს გორის საპატიო მოქალაქის წოდება.

88 ნახვა
desktop
mobile catfish