ახალი კვლევებით გამოჩნდა, რომ „სინოფარმის“ „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ – ამირან გამყრელიძე

„ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ანუ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.„გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე „სინოფარმის“ „ბუსტერი“, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ.ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუციელებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

207 ნახვა
desktop
mobile catfish