საქართველოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების შედეგია, თუმცა გამყრელიძე აცხადებს, რომ “ლეტალურ შედეგებს შორის ომიკრონის შტამიცაა”. ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა “ომიკრონით”, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. თუმცა, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნული შტამით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში უკვე დადასტურდა.”ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% “ომიკრონია”. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება.დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში ალბათ, “ომიკრონის” ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, – 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, “ომიკრონითაა” გამოწვეული.ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, “ომიკრონი” უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, “ომიკრონით” ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

82 ნახვა
desktop
mobile catfish