ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – პრემიერი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ღარიბაშვილმა კორონავირუსი 2021 წლის აპრილშიც გადაიტანა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი “ფაიზერის” ორი დოზით აიცრა.

147 ნახვა
desktop
mobile catfish