8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

დღეს კარგად გაართმევთ თავს ინფორმაციულ ქაოსს და მოიპოვებთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც სასიკეთოდ აისახება მომავალ საქმიანობაზე. თქვენი იღბლიანი ფერი არის წითელი. ასოები ა, ლ, ე და ნომრები 1 და 8.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

სჯობს თავი შეიკავოთ რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ახლა მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში აღიქვამთ სამყაროს, ამიტომ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება, არც ურთიერთობების თემებია სახარბიელო.თქვენ იხელმძღვანელებთ ნომრებით 2 და 7, ფერი თეთრი და ასოები ბ,ვ,უ მოგიტანთ წარმატებას.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

თუ იმოქმედებთ ჯგუფთან ერთად და თანამოაზრეებთან განიხილავთ სამოქმედო გეგმას ყველაზე რთული საქმეც კი წარმატებით დაგვირგვინდება, ასე რომ ყური მიუგდეთ ირგვლივმყოფთა რჩევებს. იღბლისთვის გამოიყენეთ ასოები კ,ც,გ , მუქი ფერები და 3, 6 რიცხვები.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული დღეა. მართალია საქმე მრავლად გექნებათ და დიდი ძალისხმევაც დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგები, მაგრამ შესაძალოა სწორედ დღევანდელი დღე გახდეს საუკეთესო ცვლილებების საწყსი თქვენს ცხოვრებაში. ასოები ჰ,დ , რძის ფერი და ნომერი 4, ძალიან გაგიმართლებთ.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ახლა თავმდაბლობის დრო არ არის, გამოამზეურეთ თქვენი ღირსებები, თქვენი შესაძლებლობები, დაანახეთ ყველას თქვენი ფასი და დაუჯერეთ ირგვლივმყოფთა გულწრფელობას. ეს მათ გაახარებს, თქვენ კი შედეგებით გაკვირვებული დარჩებით. ოქროსფერი, ასოები მ,თ და ნომერი 5 გაგიმართლებთ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

შესაძლოა დღეს წარმოქმნილმა მოულოდნელობებმა დაგაბნიოთ და სტრესში ჩაგაგდოთ, ამიტომ ეცადეთ არ დაგეგმოთ ახალი წამოწყებები, დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ნომრები 3,8, ზურმუხტისფერი და ასო პ,ტ და ნ წარმატებული იქნება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

გაიღრმავეთ ცოდნა, აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ისწავლეთ და თქვენს წინ ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება. ელოდეთ ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებს თქვენს ცხოვრებაში და ისწრაფეთ ახალი სიმაღლეებისკენ.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

სისწრაფე და მოქნილობა იქნება საჭირო რათა სასიკეთოდ გამოიყენოთ მოულოდნელი სიტუაცია, გონივრული და მიზანსწრაფული მოქმედებით კონკურენტებს დიდი მანძლით მოიტოვებთ უკან.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ნუ მოახდენ ზეწოლას ირგვლივმყოფებზე. ნუ დაააკნინებთ მათ ღირსებას კრიტიკული ფრაზებით, პატივი ეცით მათ შეხედულებებს, იყავით მეტად ყურადღებით და სწორად შეარჩიეთ სიტყვები, რათა სამუდამოდ არ გაიფუჭოთ ურთიერთობები ახლობლებთან თუ კოლეგებთან. ფერი ყვითელი, ასოები ბ,დ,პ და რიცხვები 9, 12, გაგიმართლებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

სასურველია თავი შეიკავოთ სერიოზული, საპასუხისმგებლო საქმეებისგან. ნუ იტვირთავთ ახალ ვალდებულებებს. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და მეტად დაისვენეთ. ცისფერი , 10, 11 და ასოები ქ,ჯ მოგიტანთ დღეს წარმატებას.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დაფიქრდით და შეეცადეთ სიახლეები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. განაახლეთ, შეცვალეთ გარემო, ფეხი აუწყვეთ ახალს, მოწყდით წარსულს და გაბედულად გადადგით ნაბიჯები მომავლისკენ. ცისფერი , ნომრები 10, 11 და ასოები გ და ს გაგიმართლებთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

არ დაიშუროთ დრო და ენერგია ახალი ცოდნის ასათვისებლად ან პროფესიული განვითარებისთვის. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ცოდნის გაღრმავებაზე, მით მეტი პერსპექტივები ჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

77 ნახვა
desktop
mobile catfish