გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 61 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სამართალ დამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ცაცხვისა და წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადა 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

62 ნახვა
desktop
mobile catfish