ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ, მათთან ვიმუშაოთ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები იმ ხარვეზების გარეშე ჩავატაროთ, რა ხარვეზებსაც ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობაზე და იმ გადადებულ ვიზიტზეც, რომელიც იანვარში უნდა განხორციელებულიყო. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შევხვდით, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობაზე და იმ გადადებულ ვიზიტზეც, რომელიც იანვარში უნდა განხორციელებულიყო და ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება. ასევე საუბარი იმ რეკომენდაციებზე გვქონდა, რომელიც ოდირმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გასცა. დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ, მათთან ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ვიმუშაოთ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები იმ ხარვეზების გარეშე ჩავატაროთ, რა ხარვეზებსაც ადგილი ჰქონდა. ამ მხრივ, ეუთო-ს დიდი მადლობელი ვართ, ძალიან ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიშისთვის, რომელიც ეუთო-მ 2024 წლის არჩევნებზე დადო მიუხედავად იმისა, რომ მათზე დიდი პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს იქნებოდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.