9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

უფროსებთან იკამათებთ. სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. გაისტუმრეთ კრედიტები, თქვენი ფინანსური კეთილდღეობა მალე გამოსწორდება. ნუ იქნებით უმადური.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც სამსახურში, ასევე ახლობლებთან, გულწრფელი, გულახდილი საუბრით არა მარტო ტვირთს მოიცილებთ მხრებიდან, არამედ სწორადაც გაგიგებენ, ეს კი კარგად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

დღევანდელი დღე სითამამეს შეგმატებთ გადაწყვეტილებების მიღებაში. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ გადადოთ სამსახურებრივი მივლინება. სასიხარულო და სასარგებლო იქნება ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

პირად საკითხებთან ან სამსახურეობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეთ. როგორც არ უნდა ეცადოთ ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. შეეცადეთ თავი აარიდოთ საყვარელ ადამიანთან კამათს. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლმების წინაშე დადგებით. ასევე გექნებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

წარმატებული და შედეგიანი იქნება თქვენი გადადგმული ნაბიჯები სტატუსის განმტკიცების მიზნით. პრაქტიკულად ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრი შეგიძლიათ გამარჯვებით დააგვირგვინოთ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა იდეებს, თქვენი გამჭრიახობა დაგეხმარებათ სწრაფად და ზუსტად მოახდინოთ ორიენტირება ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი და იპოვოთ საუკეთესო გზა პრობლემების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

დღეს ემოციური ძალების სიძლიერეს შეიგრძნობთ, თუმცა ნუ დაკარგავთ გონიერებას. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა იქნება ძალიან ვნებიანი. არასასურველი დღეა ბიზნეს-აქტივობისთვის, სიჯიუტისა და მიზნების მიღწევისთვის. შესაძლოა ახალი რომანტიკული კავშირი.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას იშვიათი წარმატებით ისარგებლებთ. შეიძლება რეალურად მიიღოთ ფული, თან რამდენიმე ადგილიდან. შესაფერისი მომენტია ექიმთან ვიზიტისა და რეცეპტის მიღებისთვის. ნუ გადააჭარბებთ წამლის დოზას. სასარგებლოა ვალუტის შეძენა.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დღეს არაფერი გამოგეპარებათ, ამჩნევთ მნიშვნელოვან დეტალებს და შეგიძლიათ ჩაწვდეთ სიღრმისეულად ყველა საკითხს, რითიც შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე. ეცადეთ სიტუაციის სწორი ანალიზი გააკეთო და სამართლიანად იმოქმედეთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ახალ წამოწყებებს, ხელშეკრულებების დადებას, დიდ ფინანსურ ხარჯებს. სერიზული საკითხების გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიტანეთ, რათა თავიდა აიცილოთ გართულებები.

111 ნახვა
desktop
mobile catfish