გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველი დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო.როგორც დეკლარაციიდან ირკვევა ხინჩეგაშვილი ფლობს უძრავ ქონებას და მიწის ნაკვეთებს როგორც გორის მუნიციპალიტეტში ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. ასევე დეკლარაციიდან ირკვევა რომ ხინჩეგაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან იღებს სტიპენდიას.2021 წლის განმავლობაში ხინჩეგაშვილმა სტიპენდიის სახით 68 400 ლარი მიიღო.
















ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დეკლარაცია სრულად
https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/136847
254 ნახვა