ვითხოვთ აქედან გადაყვანას, ეს ბინა არის ნგრევადი – ე.წ. ნარკოლოგიურში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ ე.წ. ნარკოლოგიურში მაცხოვრებლები კორპუსიდან მათ გასახლებას და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 80-მდე ოჯახი ავარიულ შენობაში ცხოვრობს. როგორც პროტესტის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, შენობაში წყალი ჩადის და კედლები დაბზარულია. მათი თქმით, საკითხზე ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა რეაგირება არ აქვთ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუკი მათ მოთხოვნებზე ხელისუფლებას რეაგირება არ ექნება, პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ისინი გზის გადაკეტვასაც აანონსებენ.

„ჩვენ ვითხოვთ აქედან გადაყვანას, ეს ბინა არის ნგრევადი, ყველაფერი ინგრევა, ყარს აქაურობა.

აქ ცხოვრება არ შეიძლება, გაუსაძლის პირობებში ვართ. ნება იბოძოს მერიამ და გადაგვიყვანოს აქედან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

,,თრიალეთი,, თემაზე სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

284 ნახვა
desktop
mobile catfish