გორში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციაზე მოქალაქეების ის ნაწილი მივიდა, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი შეახსენეს. ადგილზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.