თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ასევე, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.

58 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish