პოლიტიკა

ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა
24 წუთის წინ

ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:

ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;

პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;

ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;

ოპოზიცია აკრძალა;

უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, - წერს უილსონი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები