ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ euronews-ი წერს.ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი დიპლომატიური საქმიანობს გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, ამ პროცესს საბოლოო მიზანი კი უკრაინაში კრიზისის განმუხტვაა.პრეზიდენტები ასევე ნორმანდიულ ფორმატში მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ.პუტინთან საუბრის შემდეგ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა საუბარი. პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეკრების აუცილებლობასა და დონბასში სიჩუმის რეჟიმის დაუყოვნებლივ ამოქმედებას.მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ.

67 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish