პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო
55 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სხვა სახის მიღწევებიც აქვს, მათ შორის პანდემიის დაძლევის და ეკონომიკის თვალსაზრისით.

„ირაკლი ღარიბაშვილს გადამწყვეტი როლი იმ პროცესში ჰქონდა, რომ საქართველო ომში არ ჩათრეულიყო. მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ ყველა სახელისუფლებო შტოს თუ სხვადასხვა ინსტიტუციას მთავარი ტონი მისცა, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას მარიონეტული ომისთვის არ გაწირავდა, სადაც გვითრევდნენ. ამას გარდა, სხვა სახის მიღწევებია, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის პანდემიის დაძლევის და ეკონომიკის თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან გასულია, ეს მისი განცხადება იყო. ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები