კიევში კომენდანტის საათი დაწესდა

უკრაინის დედაქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ამის შესახებ Telegram-ზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა.

კომენდანტის საათი 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„კომენდანტის საათი იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის პირობებში ეს აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს. ამასთან, მეტროპოლიტენის სადგურები თავშესაფრისთვის 24-საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი“, – წერს კლიჩკო.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

148 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish