ერდოღანი: ნატოს ვურჩევ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, ნატომ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების სამწუხაროდ მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას და მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ.

„ნატოს ვურჩევ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები სამწუხაროდ მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას, მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

142 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish