დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის კუთხით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.

მანამდე ერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

„ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშაა გათელილიი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვაღიარებთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

113 ნახვა
desktop
mobile catfish