ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს

ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ისინი მეტ ჯარს განათავსებენ. ამის შესახებ 30 ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ნატო მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და „უკან დაიხიოს აგრესიის გზიდან, რომელიც აირჩია“.

„პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაგზავნის შესახებ ნატო ამბობს, რომ „განახორციელებს ყველა საჭირო განლაგებას ძლიერი და სანდო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“.

„ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

101 ნახვა
desktop
mobile catfish