ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით

ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მე შევხვდი პრეზიდენტს ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს. ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

184 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish