საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხს გორში აფასებენ

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა და მიზეზი განმარტა:

“ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რაკეტა, აშკარა, დაუფარავი ტერორია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს, არავინ დაივიწყებს. ეს არის რუსეთის აგრესიული ტაქტიკა. კიევი ჩვენი ქვეყნის გულია. მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილები და არანაირი სამხედრო დაწესებულება.

რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. მსოფლიომ იცის რა უნდა გააკეთოს. მე დღეს ვილაპარაკე ამის შესახებ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი დიპლომატები ახლა იღებენ სამართლიან და აუცილებელ გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც უღალატეს საერთაშორისო სამართალსა და თავიანთ სიტყვას.

ჩვენ სასწრაფოდ ვიწვევთ ყირგიზეთიდან ელჩს კონსულტაციებზე. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების გამო. ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ საქართველოს ელჩს, იმ მოხალისეებისთვის დაბრკოლებების გამო, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება, მისი არამორალური პოზიციისთვის სანქციებთან დაკავშირებით,”- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

216 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish