1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად, ომის დაწყებიდან, 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.

ფილიპო გრანდი, რომელიც კომისარიატს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი, რომელიც ევროპას მეორე მსოლიო ომს შემდეგ უნახავს.

BBC-ის თანახმად, ამ დრომდე უკრაინელთა უმეტესობა ომს პოლონეთში აფარებს თავს.

ომის დაწყებიდან დღემდე მეზობელ სახელმწიფოებში გადასული უკრაინელთა რიცხვი ასე გამოიყრება:

  • პოლონეთში – 922 000 ადამაიანი;
  • მოლდოვა – 201 133 ადამიანი;
  • რუმინეთი – 227 446, საიდანაც 155 680-მა ადამიანმა უკვე დატოვა რუმინეთი და მესამე ქვეყანაში გადავიდა;
  • ჩეხეთი – დაახლოებით 50 000;

უკრაინელები გადადიან მეზობელ უნგრეთსა და სლოვაკეთშიც.

ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო და კვლავ გრძელდება.

117 ნახვა
desktop
mobile catfish