ვისაც მართლა აქვს სურვილი, რომ საომარ მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად, უკვე დიდი ხანია იქ არის – სუბარი

ვისაც მართლა აქვს სურვილი, რომ საომარ მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად, უკვე დიდი ხანია იქ არის, ან ზუსტად რამდენიმე საათი სჭირდება, რომ ჩავიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.„მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც წასვლა კი არ უნდათ, უნდათ ქვეყანა ჩაითრიონ საომარ მოქმედებებში და თუ ამას ვერ მოახერხებენ, იმიჯი მაინც შელახონ. ჩვენი ჩათრევის სურვილი რომ ძალიან დიდია, ეს გამოჩნდა თუნდაც იქიდან, რომ ორივე ოკუპირებული ტერიტორიის დეფაქტო ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადებები, რომ მათ სრულ მზადყოფნაში მოჰყავთ თავიანთი სამხედრო ძალები და წუთიწუთზე ელოდებიან პროვოკაციებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

84 ნახვა
desktop
mobile catfish