ვლადიმერ პუტინმა გარკვეული პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომელიც 2022 წელს რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ პროდუქტების სია, რომლებიც შეიზღუდება და/ან აიკრძალება, რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს.

ამასთან, რუსეთის მთავრობამ ორი დღის განმავლობაში უნდა შეადგინოს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება.

შეგახსენებთ, პუტინის ახალ განკარგულებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ.

217 ნახვა
desktop
mobile catfish