პოლიტიკა

„რუსთავი 2“ - მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ - ვიდრე საჯარო ბოდიშს არ მოიხდის შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, უარს ვაცხადებთ გახარიას პარტიის ნებისმიერი აქტივობის გაშუქებაზე
3 წუთის წინ

„რუსთავი 2“ - მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ - ვიდრე საჯარო ბოდიშს არ მოიხდის შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, უარს ვაცხადებთ გახარიას პარტიის ნებისმიერი აქტივობის გაშუქებაზე

კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ - ვიდრე ის საჯარო ბოდიშს არ მოიხდის არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ, ნინო შუბლაძესთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბაკურ ბაკურაძე აღნიშნავს, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ სისტემური სახე მიიღო.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გუნდის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.

პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ტელეკომპანიაზე, არხის წამყვანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მიუხედავად ამისა, ჩვენი არხის ეთერი ყოველთვის ღია იყო ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის, ისინი მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ ტოქ - შოუში, ასევე მათი მოსაზრებები მუდმივად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში. ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.

სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.

ცნობისთვის, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძეზე წერს და აღნიშნავს, რომ ის „ჯერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსახური იყო, დღეს კი ივანიშვილის მსახურია“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები