პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება
6 საათის წინ

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება.

მისი თქმით, შეთავაზება მოულოდნელი იყო.

„ჩემთან მოლაპარაკებები 9 აგვისტოდან დაიწყო. დავთანხმდი და ვარ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, რამდენიმე დღე ვიფიქრე, შემდეგ მქონდა კონსულტაციები, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მოულოდნელი იყო შემოთავაზება. საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღიდან მოვუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს, მომზადებულიყვნენ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩემი, როგორც მოქალაქის პრინციპული პოზიციაა, რომ ყველა არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომ ცვლილებებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები