დიმიტრი პესკოვი – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, უკრაინის მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე სრული კონტროლი განახორციელოს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, უკრაინის მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე სრული კონტროლი განახორციელოს.ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.„თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სრული კონტროლი დაამყაროს მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე, რომლებიც დღეს, ისედაც ალყაშია, გარდა იმ ზონებისა, რომლებიც ჰუმანიტარული ევაკუაციისთვის გამოიყენება“, – განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მუშაობენ თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღით, რომელიც ანადგურებს მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას.პესკოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით „განხორციელდება მანამდე დადგენილ ვადებში სრულად“.

164 ნახვა
desktop
mobile catfish