პოლიტიკა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, უჭირს გადაადგილება - დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება
10 წუთის წინ

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, უჭირს გადაადგილება - დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, მას უჭირს გადაადგილება - დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება, ამაზე შუამდგომლობას ადვოკატები დააყენებენ, - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს.

„ეს წუთია ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს და მათი ინფორმაციით, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ.

ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.

ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები