პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები
1 საათის წინ

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები

ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები - რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

„სრულ ინკვიზიციას ახდენს ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ევროპული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე, როგორც პუტინი აკეთებს. ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს, სამწუხაროდ, საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები