პოლიტიკა

დიდ ბრიტანეთში "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმსჯელეს
39 წუთის წინ

დიდ ბრიტანეთში "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმსჯელეს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმსჯელეს. თემთა პალატაში ბრიტანეთის სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, სტეფენ დოუთი.

მას დეპუტატმა კალუმ მილერმა კითხვა დაუსვა, განიხილავენ თუ არა "ოცნების" წევრებისთვისა და მათი მხარდამჭერებისთვის სასწრაფო წესით სანქციების დაწესებას:

"განიხილავენ თუ არა ოფიციალური პირები სასწრაფოდ გამოიყენონ სანქციები "ქართული ოცნების" მხარდამჭერების წინააღმდეგ? მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისადა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის რეპრესირებას ახდენენ?" - ჰკითხა კალუმ მილერმა სახელმწიფო დეპუტატს.

სახელმწიფო მინისტრმა დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

"საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ დავასანქცირეთ რამდენიმე ინდივიდი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე და კორუფციაზე, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სიტუაციას. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული მდგომარეობით... თქვენ იცით, რომ ჩვენ შევაჩერეთ თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს ღრმად სამწუხაროა, რადგან ჩვენ პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვქონდა მათთან, მაგრამ მანამდე, სანამ ის ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები" - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები