უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

როგორც არახამიამ „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბრისას აღნიშნა, გუშინ აღებული ტექნიკური შესვენების შემდეგ რუსეთის დიპლომატებთან მოლაპარაკებები დღეს უკვე გრძელდება. უკრაინული მხარე მოლაპარაკებების შესახებ სხვა კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგახსენებთ, 14 მარტს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გუშინ განაცხადა, განსხვავებული პოზიციების გამო მოლაპარაკებები მძიმედ, თუმცა მაინც მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა იმით აიხსნება, რომ მხარეებს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ.

83 ნახვა
desktop
mobile catfish