უკრაინის დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ გახსნილ სპეცანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა 1 117 000 ლარია

უკრაინის დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ გახსნილ სპეცანგარიშზე, დღეის მდგომარეობით, შემოწირული თანხის რაოდენობა 1 117 000 ლარია. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„უკრაინის დასახმარებლად ჩვენ მიერ გახსნილ სპეცანგარიშზე, სახაზინო კოდით – 300778800, დღეის მდგომარეობით შემოწირული თანხის რაოდენობა 1 117 000 ლარია. ეს ძალიან სასიამოვნოა და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიასა თუ რიგით მოქალაქეს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების დასახმარებლად. მომდევნო დღეებში გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორი ფორმებით განვახორციელოთ ეს დახმარება – ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ პირდაპირ თანხის გადარიცხვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

106 ნახვა
desktop
mobile catfish