11 წლის უკრაინელი ბიჭი, რომელიც სლოვაკეთის საზღვართან მარტო ჩავიდა, დედას შეხვდა

11 წლის უკრაინელი ლტოლვილი ბიჭი, რომელიც სლოვაკეთის საზღვართან მარტო ჩავიდა, დედას შეხვდა.

ჰასანს ტელეფონის ნომერი ხელზე ეწერა, ქურთუკის ჯიბეში კი, წერილი ედო.

დედას მაშინ უკრაინაში მოუწია დარჩენა ჰასანის ბებიასთან ერთად, თუმცა, საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრმა სლოვაკეთში ჩაღწევა შეძლო. ახლა ისინი ერთად არიან.

142 ნახვა
desktop
mobile catfish