რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში მინიმალური მოთხოვნები აქვს – ლავროვი

რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში მინიმალური მოთხოვნები აქვს – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა კონკურსის “რუსეთის ლიდერების” გახსნაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლეთი ისევ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ კრიზისის დროს, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა უფრო გაძლიერდება.

“რუსეთ-უკრინას შორის დიალოგი გაუმჯობესდა, თუმცა მუდმივად იგრძნობა, რომ უკრაინის დელეგაციის ხელი, შეერთებულ შტატებს უჭირავს. ისინი არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას დაეთანხმონ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩემი აზრით, აბსოლუტურად მინიმალურია. რუსეთი მოელის, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია, უსაფრთხოების საკითხებზე დოკუმენტების ხელმოწერას მოჰყვება, რაც მის ნეიტრალურ სტატუსს ასახავს. ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი საკითხები. ეს საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია,” – აცხადებს ლავროვი.

153 ნახვა
desktop
mobile catfish