უკრაინაში თავისუფლების დასრულება ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კონსერვატიული პარტიის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში თავისუფლების დასრულება ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას.მისივე თქმით, პუტინის ტირანია უნდა დასრულდეს, დასავლეთმა კი ძველი შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს.”გამარჯვებული პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინაში თავისუფლების დასრულება, ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება დაშინების ერა აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. თუ პუტინი მიაღწევს წარმატებას უკრაინაში, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის ყველგან.ახლა მსოფლიოსთვის გარდამტეხი მომენტია. არჩევანის მომენტი დგას. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და ჩაგვრას შორის. პოლიტიკოსები დასავლეთიდან, რომლებიც ამბობენ, რომ უმჯობესია შევეწყოთ ტირანიას, მე მჯერა რომ ისინი ცდებიან. პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა, როგორც ჩვენ ეს 2014 წელს გავაკეთეთ იქნება წარსულის შეცდომის გამეორება . სწორედ ამიტომ პუტინმა წარუმატებლობა უნდა განიცადოს,”- აცხადებს ბორის 

85 ნახვა
desktop
mobile catfish