საზარელი დანაშაული სამეგრელოში – 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამა-შვილს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავეს, 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯადღეს, 19:20 231  სამეგრელოში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ “კურიერს” დაზარალებულის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიიღო. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გასული წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ მამა-შვილი არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მეორე დღეს კი თანასოფლელებმა მათი სახლი გადაწვეს.

236 ნახვა
desktop
mobile catfish