პრემიერმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აფხაზეთის ომში და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი გადმოასვენონ საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია

„მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე და მათი სიცოცხლე ჩემთვის და ჩვენთვის ყოველთვის არის ძალიან ძვირფასი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა გაგრძელდეს.

152 ნახვა
desktop
mobile catfish