ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 22 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო გერმანული მედიკამენტს შემოიტანენ.

„ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც ფაიზერის მიერ არის შექმნილი და გამოიყენება იმ პაციენტებში, ვინც შესაძლოა პოტენციურად დამძიმდეს. ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ საქართველოსაც ექნება,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფასოდ დაურიგდებათ პრეპარატი კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში.

მინისტრის განცხადებით, გერმანული მედიკამენტის დოზების რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, ასევე მედიკამენტის ფასი, კონფიდენციალურია.

22 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის პარალელურად, საკოორდინაციო საბჭომ აქამდე არსებული შეზღუდვები გააუქმა.

215 ნახვა
desktop
mobile catfish