სერგეი ლავროვი: უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის ჯარების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს

უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება, რომლის თავიდან არიდებაც ყველას სურს“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე ვარშავის ინიციატივას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯენ ფსაკი გამოეხმაურა. მისი თქმით, თეთრმა სახლმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან საომრად ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონი აგრძელებს რამდენიმე სცენარზე მსჯელობას და მათ შორისაა სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივაც.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის ჯარები მოიწვიოს.

77 ნახვა
desktop
mobile catfish